სასწავლო პროექტი


 სასკოლო ტურისტული ლაშქრობები. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მოსწავლეებში.


პროექტის აქტუალობა: ტურისტული ლაშქრობა აქტიური დასვენების ის ფორმაა, რომელიც შესანიშნავად ახამებს თავის თავში შემეცნებით და ამღზრდელობით მომენტებს. ტურისტული ლაშქრობა ხელს უწყობს ორგანიზმის გაკაჟებას უმჯობესთება ნერვიული, სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური უნარიანობა, ძლიერდება თერმორეგულაციის პროცესები, იზრდება შრომის უნარიანობა, ვითარდება გამძლეობა, სიმარჯვე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რიმ ასეთ ღონისძიებებში მოსწავლის  სულიც ყალიბდება. მოგზაურობა ამჟღავნებს ბავშვის ხასიათის ნაკლებადწარმოჩინებულ თვისებებს – აჩვევს პატარებს დამოუკიდებლობას, სიძნელეების გადალახვას, ერთმანეთზე ზრუმვას, უყალიბებს მათნებისყოფას, საზრიანობას, კოლექტიურობის გრძნობას. ალბათ უპრიანია სწორედ მოსწავლეთა ასაკიდან ვიზრუნოთ იმაზე, რომ მომავალ თაობებს ბუნების მიმართ მოწიწების გრძნობა ჩავუნერგოთ. სწორედ ამ ასაკში უნდა გაუჯდეთ მოსწავლეებს ძვალსა და რბილში ბუნების, ისტორიისა და კულტურული ძეგლების პატივის ცემა.ტურისტული ლაშქრობა არის ჯგუფური გასვლა დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე ან მის შემოგარენში. ტურისტული ლაშქრობა დიდი ტურიზმისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.ტურისტული ლაშქრობა ხანმოკლე დროით და გადაადგილების აქტიური საშუალებების გამოყენებით ეწყობა.ტურისტულ ლაშქრიბაში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან ჯანსაღი მოსწავლეები.

პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია ვასწავლოთ მოზარდებს გუნდური პრინციპებით მუშაობა, განუვითარით სოციალური უნარები ერთობლივად გადაწყვეტილებების მიღება, საქმის ერთად კეთება, თანამშრომლობა, მოხერხებულობის განვითარება, სირთულეების დაძლევის სწავლება და სხვა. ტურიზმის უმთავრესი მიზანია მოსწავლემ ბევრი იაროს, მეტი ნახოს, შეიტყოს და ჩაწვდეს ბუნების საიდუმლოს.

მონაწილეთა ასალი: 14–15–16 წელი.

ვადები/ ხანგრძლივიბა: 1–2–3 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოგზაურობა წრთობს და აკაჟებს ორგანიზმს აჩვევს მას ბუნებასთან შეგუებას, გარემოს შეცნობას და წინაპართა მიერ შექმნილი ღირსშესანიშნაობათა გაცნობა. ტურიზმის მოყვარულებს უვითარდებათ არაჩვეულებრივი თვისებები რომელიც სასიცოცხლო წყაროა ყველა ადამიანისთვის მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის. ტურისტული მოგზაურობის დროს მოსწავლე შეიძენს ისეთ თვისებებს როგორიცაა:კოლექტიურობა, მეგობრობა, ამტანიანობა, გამბედაობა, მოხერხებულობა, სიმამაცე, სიმტკიცე, დისციპლინა და სხვა.

პროექტისათვის საჭირი ძირითადი რესურსები: ტურისტული ლაშქრობისათვის საჭირო აღჭურვილობა: ზურგჩანთა,მათარა, ჭიქა, საწვიმარი, სპორტული კოსტუმი ან სხვა რაიმე ისეთი ტანსაცმელი (შარვალი და ზედა) რომ ბავშვს მოძრაობა არ შეუზღუდოს, მზის ქუდი, კომპასი, მარშუტის რუკა ან სქემა, ფოტო აპარატი, ვიდეო კამერა, საველე აფთიაქი, საწერი მოწყობილობა, ნაჭრის პარკები პროდუქტებისთვის და საკვები პროდუქტები.

 პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ტურისტული ლაშქრობის ხელმძღვანელმა წინასწარ უნდა ,,დაზვეროს“ მარშუტი  გაითვალისწინონ რა მანძილს გაივლიან ბავშვები ფეხით.ტურისტული ლაშქრიბის მზადების პერიოდში პედაგოგმა უნდა შეადგინოს გეგმა–კონსპექტი, მან წინასწარ უნდა განსაზღვროს მხარეთმცოდნეობითი ელემენთების შემცველი სასაუბრო თემა, მოამზადოს ჯგუფისთვის საჭირო ტურისტული აღჭურვილობა,ჩაუტაროს მოსწაავლეებს უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი. პეგაგოგმა ბავშვებს ტურისტული გასეირნებისთვის მოსამზადებელ პერიოდში უნდა შეასწავლოს სწორი სიარული (ბავშვებმა თავი და ტანი უნდა დაიჭირონ პირდაპირ, არ მოიხარონ თავი უკან არ გადააგდონ, იარონ თავისუფალი ნაბიჯით და მკლავების თავისუფალი მოძრაობით. ტურისტული ლაშქრობისას ჯგუფი ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ 8–10 მოსწავლეზე ერთი უფროსი (პედაგოგი, მედპერსონალი,მშობელი) ჰყავდეს. ტურისტული ლაშქრინის ჯგუფს აუცილებლად უნდა ახლთეს ექიმი ან ექთანი რომელმაც თან უნდა იქონიოს საგზაო აფთიაქი მან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს შედარებით სუსტ ბავშვებს.უშუალოდ ტურისტული ლაშქრობის მოწყობის წინ უნდა იქნეს გათვალისწინებული მეტეოროლოგიური პირობები და უამინდობის შემთხვევაში გადაიდოს ღინისძიება.ლაშქრობის ხელმძღვანელმა ზედმიწევნით უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები. თუ ტურისტული ლაშქრობისთვის განკუთვნილი დრო საშუალებას გვაძლევს, სასურველია ჩავატაროთ მარტივი ტიპის ,,მხიარული შეჯიბრება“ მოსწავლეები ხალისით ითამაშებენ ქართული ხალხურ მოძრავ თამაშობებს, მოაწყობენ კონცერტებს.კარგი იქნებოდა მოსწავლეებს მოუწყოთ რაიმე სიუპრიზი, რაც უფრო მეტად გაახარებს მას და შეუქმნის კარგ გუნება– განწყობილებას. პროექტის მსვლელონისას მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციებს, ჩაიწერენ ინტერვიუებს მოახთენენ პროექტის პრეზენტაციას პედაგოგებისა და სკოლის წინაშე მიიღებენ მათ შენიშვნებსა და შეფასებებს რაც მისაღები და გასათვალისწინებელი იქნება შემდეგი პროექტის მოსამზადებლად.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ისტორია, ბუნება, ხელოვნება.
 ისტ.VII.10.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ჩამოთვლის ცივილიზაციის ძირითად მახასიათებლებს;
  • ასახელებს გასხვავეულ კულტურები საკულტო ნაგებობებს და ადარებს მათ ერთმანეთს;
  • სახელმძღვანელოში არსებული და დამატებით მოძიებული მასალის საშუალებით ადარებს არქიტექტურის, მხატვრობისა და ლიტერატურის უმთავრეს ნიმუშებს;


 პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მზია ჩხაიძე

 ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: mziachkhaidze7@gmail.com